პოლიტიკა
15.12.20 16:20
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მთავრობის 2-თვიანი შეზღუდვების გეგმის ეფექტიანობა, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმული ნაბიჯები იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დღეს მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა.
„კოვიდის მართვაში ჩართული სტაციონარების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან ავიცილოთ მობილობის მკვეთრი ზრდა და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მიღწეული შედეგები. მათივე შეფასებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და წარმატებული მართვის შედეგად, მოსახლეობაში პანიკის ნიშნები იკლებს და ნათლად ჩანს ვირუსთან ადაპტაციის ელემენტები, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორისა და მოქალაქეების მხრიდან დაცული იყოს ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის.
შეხვედრისას, აგრეთვე განიხილეს კლინიკურ სასტუმროებში არსებული მდგომარეობა, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ მართვაზეა 6 300 პაციენტზე მეტი, საიდანაც 2 900-მდე პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საჭიროა, კლინიკური სასტუმროების ეფექტური მართვის შედეგად მაქსიმალურად განიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, იმართება ინფიცირების 28 ათასამდე აქტიური შემთხვევა. კლინიკების ხელმძღვანელების თქმით მნიშვნელოვანია, რომ არსებული სტატისტიკა მეტად აღარ გაიზარდოს, ვინაიდან, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა დიდია.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვას. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. აგრეთვე, საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია მთავრობის ადმინიტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24