პოლიტიკა

სასურველია ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად მოეგოს გონს და შეეგუოს იმას, რომ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია - ბოკერია

15.12.20 16:40


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს ეხმაურება.

 


ბოკერიას თქმით, სასურველია ივანიშვილმა სწრაფად გაიაზროს, რომ არსებული სიტუაციის შენარჩუნება შეუძლებელია და საზოგადოება არ შეეგუება არჩევნების გაყალბებასა და ამ უფლების გაუქმებას.

 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის, სადაც საუბარი იქნება ვადამდელ, ახალ, ნორმალურ არჩევნებზე.

 

ბოკერიას თქმით, თუკი კონკრეტულ მომენტში ივანიშვილის რეჟიმი გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებები არ გააგრძელოს, მას საბოლოო ჯამში, მაინც მოუწვეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.

 

„სასურველია, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად მოეგოს გონს და მანამ სანამ იურიდიულად გართულდება მერე პარლამენტთან დაკავშირებული პროცესები, მანამდე შეეგუოს იმას, რომ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ აპირებს შეგუებას იმასთან, რომ არჩევნების გაუქმება მოხდეს და წამოვა მოლაპარაკებებზე ვადამდელ, ახალ, ნორმალურ არჩევნებზე, ამისკენ სავალ გზაზე.

 

ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ და რომც რაღაც მომენტში ივანიშვილის გუნდმა და რეჟიმმა გადაწყვიტოს, რომ მოლაპარაკებებს არ აგრძელებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, მოუწევს დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან.“ - განაცხადა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები