პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს

15.12.20 17:00


პარტია „გირჩის“ ლიდერი აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟს გამოეხმაურა. 


„სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოახერხეს და მთავრობის „დახმარების“ გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოაწყვეს“, - აცხადებს პარტიის ლიდერი.

 

მისი თქმით, ვინც ამაში მონაწილეობს სჯერა, რომ კარგ საქმეს აკეთებს.

 

„ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ხალხს ქუჩაში ტოვებენ. ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია „საერთო საკუთრებაა“, სახელმწიფოსია და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი „საერთო ინტერესი“ ზიანდება.

 

ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას, ჩვენზე ზრუნვის მოტივით. ამ უბედურების არცერთ უშუალო შემსრულებელს სინდისი არ აწუხებს ადამიანების ტრაგედიის შემყურეს.

 

მეტიც, ალბათ სჯერათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

 

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები