პოლიტიკა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე აირჩიეს

15.12.20 17:20


პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვიქტორ სანიკიძის კანდიდატურა წარუდგინა.

 

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას, ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარდგენით, აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს დაუჭირეს მხარი. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში აქტიური სამუშაო გასწია და სხვადასხვა შინაარსის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მოამზადა.

მისივე თქმით, აღნიშულ მიმართულებებზე კომიტეტი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას და დარგის სპეციალისტების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით არაერთ მნიშვნელოვან კონცეფციას და დოკუმენტს შეიმუშავებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები