პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ

16.12.20 10:30


პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაუდასტურა.

 

მისივე განცხადებით, შეხვედრას „ელჩების მხრიდან - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები“ ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის თემა სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.

 

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როდის ჩაინიშნება დიალოგის მომდევნო რაუნდი უცნობია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები