პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

16.12.20 18:00


„დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მე-10 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველ სხდომაზე განაცხადა. 

 

მან ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტში შევიდნენ.

 

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა პარლამენტში მრავალპარტიული თანამშრომლობის, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ყველას მიგვაჩნია, რომ ეს მიღწევა არ უნდა დაიკარგოს.

 

მსურს, ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ. დიალოგით შევთანმხდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას.

 

დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. ბოიკოტირება არის პოლიტიკური შეცდომა“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და აქვე დასძინა, რომ გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა, მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება გარეთ.

 

„ეს არაერთხელ ვნახეთ მე-9 მოწვევის პარლამენტის სამუშაო პერიოდში, რასაც ქვეყნისთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს 2 მლნ თანამოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

 

„უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ინფორმაციისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტი უკვე შეიკრიბა, თუმცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები