პოლიტიკა

“ინტერესების გადაკვეთა” – ებრძვიან თუ არა ეკა ტიკარაძეს მმართველი გუნდის შიგნით

17.12.20 10:00


ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ ქვეყანას ცუდი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავდეს, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს.

 

როგორც ტიკარაძემ “რადიო იმედის” ეთერში განაცხადა, ეს ადამიანები შეიძლება არ იყვნენ მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ მათ აქვთ “ბიზნესინტერესები”. ამ საკითხზე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კითხვის თანახმად, ტიკარაძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ხომ არ არის იმის შედეგიც, რომ გუნდში ვერ აიტანეს მისი წარმატება.

 

“გამოძიება არ ჩამიტარებია, მაგრამ ფაქტი არის და განცდა ნამდვილად მაქვს, რომ  მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა გადადგმული ნაბიჯების გამო და ეს გადაკვეთა მოხდა. არის გარკვეული სიმართლე იმაში, რომ არის ხალხი, რომელიც დიანტერესებულია, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს’, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები