პოლიტიკა

თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, მე ასე არ ვარ - მდინარაძე ელისო ბოლქვაძის ინიციატივაზე

17.12.20 15:20


ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პიანისტისა და პარლამენტარის ელისო ბოლქვაძის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიოში წარმატებული პიანისტის პიანონიზე დაკვრის შესახებ საუბარი მისთვის სასაცილო არაა.

 


მდინარაძემ სხვებსაც მოუწოდა, დამცინავი კომენტარებისგან თავი შეიკავონ:

 

„პარლამენტში რიგი ღონისძიებები იმართება. მაგალითად, ბავშვებს ვმასპინძლობთ ხოლმე ხშირად. მოგვიწვევია და გარკვეული ანაზღაურება დამჯდარა, როცა კარგ პიანისტს იწვევ. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის ასე პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს. თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ.

ცოტა ადამიანური მომენტებიც რომ დავიტოვთ, „ფეისბუქზე“ პარტიულმა სააგენტოებმა ვითომ დამცინავი და ძალიან ამაზრზენი პოსტები არ მიუძღვნან, კარგი იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ „იმედის“ ეთერში სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტში ფორტეპიანო შეიძინონ:

 

„ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ. მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები