პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: სააკაშვილი სულ რომ არ გამოჩნდეს ტელეეკრანზე, ასობით ათასი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი

17.12.20 16:40


სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

„კომიკურია, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა განახორციელა და ყოფილ პრეზიდენტს მოუწია პოლიტიკურ დევნილობაში წასვლა, დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ისევ ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის რეალობა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

 

დღეს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები