პოლიტიკა

ეკა ბესელია: ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ დატოვება რომ გადაწყვიტოს, არ გამიკვირდება

18.12.20 18:00


“ივანიშვილს დიდი ხანია უნდა წასვლა. ამას ის ამბობდა ადრეც და არჩევნების წინა პერიოდშიც, რომ აპირებდა წასვლას, პარტიიდან და პოლიტიკიდან დისტანცირებას”.

 

ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ ტვ “პირველში” ჩართვისას ჟურნალისტის დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა შესაძლებელი რომ ბიძინა ივანიშლმა შექმნილი ვითარებიდან თავის არიდების მიზნით დატოვოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობა და ამ გზით ჩამოშორდეს პოლიტიკას.

 

“მეორე საკითხია ის პოლიტიკიდან სრულად დისტანცირებას და ძალაუფლებისგან სრულად დისტანცირებას გადაწყვეტს თუ არა და შეიძლება თუ არა. მე პირადად ეჭვი შემაქვს, ალბათ, მაინც შეეცდება გარკვეული ბერკეტები ხელთ ჰქონდეს, თუმცა, “ქართული ოცნების” დატოვება რომ გადაწყვიტოს, არ გამიკვირდება. რაში სჭირდება ახლა ეს პარტია, რომელმაც ამოწურა აბსოლუტურად თავისი მისია.

ივანიშვილის გარეშე “ქართული ოცნება” აღარფერი აღარ იქნება, უბრალოდ იქნება ერთი რეგისტრირებული პარტია, რომელმაც შეასრულა მისია. არც კობახიძის და არც მდინარაძის გამო ამ პარტიაში არავინ არ მოსულა და არც ხმა არავის მიუცია.

შეიძლება ამ ტვირთის და გარემოცვის ტარება აღარ სჭირდებოდეს ივანიშვილს და ალბათ, არც სჭირდება. ეს ადამიანები არიან უბრალოდ შემსრულებლები. რასაც ავალებდა მათ პარტიის ლიდერი და აღარ სჭირდება. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ის ყოველთვის იპოვის სხვა შემსრულებელს, რადგან მისთვის საინტერესო აღარ არის არც მდინარაძე, არც კობახიძე, ოხანაშვილი, არც მათიკაშვილი და მათი მსგავსი ადამიანები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები