პოლიტიკა

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე იქნებიან

21.12.20 10:15


“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია გახდნენ. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურში უთხრეს, ამ ორ კანდიდატს შორის პარტიის მხარდამჭერები ელქტრონული ფომით უახლოეს მომავალში თავმჯდომარეს აირჩევენ.

 

“პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით კანდიდატები დაასახელა. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა ნიკა მელიამ და ლევან ვარშალომიძემ მიიღეს.

შესაბამისად, ამ ორ ადამიანს შორის იქნება არჩევანი გასაკეთებელი. არჩევნები იქნება ელექტრონული ფომით, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ექნება,”-აცხადებენ პრესსასამხურში.

 

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ ენმ-ს ტოვებს.

 

პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

 

როგორც ის წერს,  “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები