პოლიტიკა

როცა ერთი პარტიის ფორმატში გვიწევს ოპონირება, ვალდებულები ვართ, გაცილებით კრიტიკულები ვიყოთ - წილოსანი

24.12.20 13:40


ქართული ოცნების დეპუტატი , ნინო წილოსანი ამბობს, რომ როცა მმართველ პარტიას "უპასუხისმგებლო ოპოზიციის" გამო მარტო უწევთ ოპონირება, ვალდებულები არიან, რომ "გაცილებით კრიტიკულები" იყვნენ.

 


"ჩვენ, როდესაც გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო გვიწევს ერთი პარტიის ფორმატში თქვენთან ოპონირება, ვალდებულები ვართ, რომ გაცილებით კრიტიკულები ვიყოთ. ამ კრიტიკის ნაწილში მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით დაიწყო და 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიწის კანონით დასრულდა, არ მიმდინარეობს სათანადოდ", - განაცხადა წილოსანმა.

 

 

 

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები