პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - მივესალმებით აშშ-ის გადაწყვეტილებას 132-მილიონიან დახმარებაზე, ეს გამოწვეულია უპრეცედენტო თანამშრომლობით, საქართველოში არსებული პროგრესითა და რეფორმებით

29.12.20 18:00


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისასალმებელია საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ის გადაწყვეტილება უპრეცედენტო – 132 მილიონიანი დახმარების თაობაზე.

 

მდინარაძის თქმით, აღნიშნული აშშ-საქართველოს შორის უპრეცედენტო დონის თანამშრომლობის შედეგია.

 

„როგორც კი იმ უპრეცედენტო დაფინანსების მცირე ნაწილზე, კონკრეტული დათქმის პროექტზე იყო საუბარი, მაშინ ამას საქართველოში მოჰყვა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით,  თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს დაფინანსებას, მსგავსი ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა. მსგავსი დათქმა უკვე გამოირიცხა და ეს არ არის ერთი-ორი დღის ამბავი, რამდენიმე კვირის, თუ თვის წინ მოხდა. მივესალმებით მთავარი პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებას, რომ უპრეცედენტო – 132 მილიონიანი დახმარება ექნება ჩვენს ქვეყანას.

 

ეს გამოწვეულია უპრეცედენტო თანამშრომლობით. ამ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა, ეს გამოიწვია საქართველოში განვითარებულმა პროგრესმა და ჩატარებულმა რეფორმებმა, სადაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი და თუ ძალიან მოგვინდება, ხარვეზიც მოიძებნება, მაგრამ ამერიკა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ფიქრობს, რომ ეს დახმარება არის რელევანტური ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები