პოლიტიკა

"ოცნებას" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე "პატიორტთა ალიანსი" , მათ არ სურთ ჩვენი პარლამენტში ყოფნა" - გოჩა თევდორაძე

04.01.21 10:00


ერთპარტიული პარლამენტი ხვალიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას "პატრიოტთა ალიანსით" იწყებს , რასაც პარტიის წევრი , გოჩა თედორაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ "პატიოტთა ალიანსი" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე "ოცნებას".

 


მისივე თქმით, "ოცენებას" არ სურს "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში ყოფნა.

 

"პარლამენტში უფლება-მოსილების შესახებ მიმართა 51-მა დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსის" გარდა. ეს განცხადებები დაიწერა, ჩვენთან შედარებით, გაცილებით ადრე. ჯერ მათ საკითხი უნდა განხილულიყო, ან ერთობლივად განხილულიყო ეს საკითხი. "პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე ხელისუფლებას, არ სურს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში ამიტომაც, ესეთი დაჩქარებული წესით მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის წევრებისთვის უფლება-მოსილების შეწყვეტის საკითხს იხილავს", - ამბობს გოჩა თევდორაძე.

 

შეგახსენებთ, რომ თევდორაძის თანაგუნდელების ნაწილმა - ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები