პოლიტიკა

ზურაბ მელიქიშვილი: იქნება აქციები და ბევრი აქტივობა, კრიზისის დასაძლევად

04.01.21 12:20


ოპოზიცია არ აპირებს ქვეყანაში არსებულ კრიზისთან შეგუებას, არ აპირებს შეგუებას წართმეული არჩევნების დაკანონებასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

 

„ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გეგმაა ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, წართმეული არჩევანის გადასარჩენად. იქნება აქციები და ბევრი აქტივობა, კრიზისის დასაძლევად. ოპოზიცია სრული შემადგენლობით იქნება აქტიური იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

 

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე მსჯელობას იწყებს, თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. პროცესის გასაგრძელებლად მზადაა მმართველი გუნდიც. არაა გამორიცხული, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი იანვარში გაიმართოს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები