პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით

04.01.21 14:00


საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ იყოს დღის წესრიგში დეოკუპაციის თემა და ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით, შერიგების გზით ვიაროთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს რუსეთის ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის დადგენას გულისხმობს.

 

ამასთან, მამუკა მდინარაძემ შეაფასა ოპონენტების ის განცხადებები, რაც მათი მხრიდან რუსეთის ფედერაციის ამ ინიციატივასთან მიმართებით გაკეთდა.

 

"ჩვენი ოპონენტების დიდი საკმაოდ ნაწილი და ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ, მათ ადგილზე საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით, რადგან მათი “ძლიერი მხარე” ეს თემა არ არის. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ დღის წესრიგში იყოს დეოკუპაციის თემა და ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით, შერიგების გზით უნდა ვიაროთ.

რაც შეეხება საზღვრების დადგენის საკითხს, ვფიქრობთ,რომ ეს არის საკითხი,რომელთა მიმართებითაც სახელმწიფომ თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ასეც ვიქცევით, მათ შორის, დავით გარეჯის თემა გახსოვთ. თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული. რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით და არ ვფიქრობ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში იქნება. ამას ყველა ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ და ამაში ხელს გვიწყობენ დასავლელი პარტნიორები და ამ გზაზე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ გვაქვს", - განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები