პოლიტიკა

ირაკლი ბერაია - რუსეთის ნაბიჯები და ქმედებები დესტრუქციულია

04.01.21 15:40


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსეთის ნაბიჯები და ქმედებები დესტრუქციულია. მან ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. როგორც ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოს ამოცანა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა.

 

„ზოგადად, რუსეთის ნაბიჯები არის პროვოკაციული, როგორც მისი განცხადებები და ქმედებები. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევითა და შემდგომი კონსოლიდაციის გზით.

იმისთვის, რომ ოკუპანტმა და აგრესორმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საერთაშორისო სამართლით აღებული და ნაკისრი ვალდებულება. რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ევროპაში, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროატლანტიკის უსაფრთხოებას. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მთავარი მიზნებისა და ამოცანების გარშემო ერთობლივად ვმუშაობთ“, - განაცხადა ბერაიამ.

 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მიხაელ პეტრიაკოვმა დაიკავა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები