პოლიტიკა

„დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების საქმეში” – კახა კალაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

04.01.21 16:00


თბილისის მერი, კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 

„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ილია მეორეს დაბადების დღეს.

 

დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია.

 

ვუსურვებ ერის სულიერ მამას ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

 

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები