პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის ინდოელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

04.01.21 16:20


საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

​უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურის და განათლების სფეროებში.

 

"ასევე ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე. საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში,ისე ინდოეთში. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. აღინიშნა არსებულ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის",-აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები