პოლიტიკა

დიდი გარიგება "ქართულ ოცნებასთან" - "პატრიოტთა ალიანსი" ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს

06.01.21 15:40


პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების შესვლა პარტიის მიერ „ორი კურდღლის დაჭერის“ მცდელობაა. მისი თქმით, სადეპუტატო მანდატებზე უარით პარტიის წევრები, ერთი მხრივ, მხარს უბამენ გაყალბებული არჩევნების მიმართ ოპოზიციის პროტესტს, მეორე მხრივ კი, ასრულებენ პარტნიორების ვალდებულებებს.პარტნიორებიდან პოლიტოლოგი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, პარტიის დამფინანსებლებს, მათ შორის შესაძლოა „ჩრდილოეთიდან“ და ადამიანებს, რომლებმაც კონკრეტული საარჩევნო კამპანია დააფინანსეს და პარლამენტში შევიდნენ. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს უკანასკნელები საქართველოს პარლამენტში თავიანთი ბიზნესინტერესების კარნახით შევიდნენ:

 

„ვინც შევიდა პარლამენტში, მათ არაფერი საერთო პოლიტიკასთან არა აქვთ, ეს მათივე სიტყვებია. არანაირი ინტერესი პოლიტიკური მათ არა აქვთ. მათი ერთადერთი ინტერესი, ისევე როგორც ბიზნესის წრეებიდან შესული უმრავლესი დეპუტატებისა, არა მხოლოდ ამ პარტიიდან, არის საკუთარი ბიზნესის გაუმჯობესების მცდელობა ხელისუფლებასთან გარიგების ხარჯზე. და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ამბიცია არა აქვთ, რომ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში, არანაირი სურვილი არა აქვთ შეცვალონ რამე ქვეყნის სასიკეთოდ ან მათი ამომრჩევლის სასიკეთოდ, აქვთ ძალიან კონკრეტული ინტერესი, გაიუმჯობესონ საკუთარი ბიზნესმდგომარეობა, ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად. რა მიზნითაც იყვნენ მოკლედ "პატრიოტთა ალიანსის" სიაში, იმ მიზნით გადაბარგდნენ ამ შემთხვევაში პარლამენტში“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

 

მისი თქმით, ეს გარემოება არის დამატებითი არგუმენტი იმის სათქმელად, რომ პარლამენტი ერთპარტიულად რჩება და „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატები „ქართული ოცნების“ დამატებას წარმოადგენენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები