პოლიტიკა

საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა

06.01.21 16:20


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

 

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. 2021 წლის 1-ლი ინვრის მდგომარეობით, საპატიო ლეგიონის ორდენი 1 229 ადამიანმა მიიღო. აქედან კავალერის წოდება 1 087 ადამიანს მიენიჭა, ოფიცრის - 111 ადამიანს, ხოლო კომანდორის - 21 ადამიანს.

 

საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები