პოლიტიკა

სააკაშვილმა მოგვისმინა – სენატორი ჰაშინი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე

07.01.21 10:15


ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, სენატორმა ჯინ ჰაშინმა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს 2012 წლის მაგალითი გაიხსენა:

 

“Სენატის ბევრი წევრის მსგავსად, მსოფლიოს გარშემო ბევრ განვითარებად ქვეყანაში ვყოფილვარ – ავღანეთში, ერაყში, დასავლეთ ბალკანეთში, აფრიკაში, საქართველოში.

 

იქ 2012 წელს, ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ჩავედი სენატის სახელით, არჩევნებზე დასაკვირვებლად. არჩევნები ტარდებოდა მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართული ოცნების” პარტიას შორის, რომელიც ოლიგარქი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლადჩამოყალიბებული პარტია იყო.

 

ეს იყო ბრძოლა პარლამენტისთვის და მთავრობის კონტროლისთვის. Არჩევნების დღეს სენატორი რიში და მე რამდენიმე საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და ჩვენ დავეთანხმეთ საერთაშორისო შეფასებებს, რომ არჩევნებმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიარა და რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.

Მაგრამ ქვეყანაში შიშობდნენ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, რაც ძალადობაში გადაიზრდებოდა და ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ახალდება დემოკრატიულ რეფორმებს დაასრულებდა.

 

არჩევნების შემდეგ, მე და სენატორი რიში პრეზიდენტ სააკაშვილთან მივედით, რათა  გვესაუბრა მასთან და ხელისუფლებაში დარჩენის სურვილისგან გადარწმუნება გვეცადა. ცხადად მახსოვს მასთან მისვლა, როგორ დავსხედით და ვისაუბრეთ დემოკრატიის ღირებულებაზე. ვუთხარით რომ მან ბოლო 8 წელი ძალიან ბევრი იშრომა და დემოკრატიის სიდიადე სწორედ იმაში იყო, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების შედეგად უნდა გადაებარებინა ადამინისთვის, რომელიც ამომრჩევლებმა აირჩიეს. Პრეზიდენმა სააკაშვილმა მოგვისმინა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.”

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები