პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვაშინგტონში განვითარებულმა პროცესებმა გაგვახსენა ის მოვლენები, რაც წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში ვიხილეთ

07.01.21 17:00


ვაშინგტონში განვითარებულმა პროცესებმა გაგვახსენა ის მოვლენები, რაც წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში განვითარდა. მაშინაც იყო შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტზე და ძალიან მძიმე თავდასხმა სამართალდამცავ ორგანოებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ძალიან მძიმე იყო ის სურათი, რომელიც გუშინ აშშ-ში ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტზე, თუმცა აშშ არის ძლიერი სახელმწიფო, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი წარიმართება მშვიდობიანად და აშშ-ის კონსტიტუციის სათანადოდ იქნება დაცული. ვაშინგტონში განვითარებულმა პროცესებმა გაგვახსენა ის მოვლენები, რაც წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში განვითარდა. მაშინაც იყო შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტზე და ძალიან მძიმე თავდასხმა სამართალდამცავ ორგანოებზე. მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომლებიც ამერიკელმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტებმა, მოქმედმა კონგრესმენებმა და სენატორებმა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები განცხადებები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნებისმიერი შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტზე ძალიან მკაცრად უნდა შეფასდეს როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს უნდა გაითვალისწინოს ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამაც, რომელიც პერიოდულად ავლენს ასეთ განზრახვებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები