პოლიტიკა

პირადი არჩევანია, მაგრამ ამას გამართლება არ აქვს - სააკაშვილი ანანიაშვილზე

08.01.21 10:00


ამას გამართლება არ აქვს - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის საოპერო დასის ხელმძღვანელად დანიშვნას.

 

"სოხუმი ჩემთვის არის სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანუკვარი ნაწილი, სოხუმი არის ჩემთვის ქართული იერუსალიმი, აქვს ოკუპირებული რუსეთს.


როდესაც საფრანგეთი ჰქონდა გერმანიას ოკუპირებული, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, კაბარეებში კარგად უნდა გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა, ომი კი გვქონდა შემოვიდნენო... მე არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არიას გენიალური ბალერინა.


ეს არის პირადი არჩევანი, მაგრამ ამას გამართლება არ აქვს. გული მისკდება ახალა რომ ვუყურებ, გალში როგორ იწვის ჩვენი სახლები, გული გახეთქვაზე მაქვს..." - ამბობს სააკაშილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები