პოლიტიკა

ვანო მაჭავარიანი - პარლამენტსა და ცესკოში შეჭრა არ არის ის, რასაც აშშ-ში საქართველოსგან ელიან, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის „ბანანის რესპუბლიკა“

08.01.21 14:00


პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეჭრები არ არის ის, რასაც აშშ-ში საქართველოსგან ელიან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის „ბანანის რესპუბლიკა“ და ნუ დავბრუნდებით 2004 წელში“, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „ბაიდენის ადმინისტრაცია მოწოდებული იქნება, რომ ერთი პიროვნების მიერ სახელმწიფოს მიტაცება შეუძლებელი იყოს“.

 

„მე იმის შიში მაქვს, რომ, სამწუხაროდ, თუ ასე ერთპარტიული სისტემა გაგრძელდა და ვერ იპოვა „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი ოპოზიციასთან და ოპოზიციაც ვერ მიხვდა და კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს პროცესზე და შედეგზე, ჩვენ ძალიან ცუდ კონტექსტში მოგვიხსენიებენ ამ თვალსაზრისით. ბაიდენის ადმინისტრაცია მოწოდებული იქნება იმაზე, რომ სახელმწიფო მიტაცება ერთი პიროვნების მიერ შეუძლებელი იყოს და დემოკრატიული პროცესები მხარდაჭერილი იყოს იმიტომ, რომ აქ არის კეთილდღეობა და აქ არის დემოკრატიურლი წინსვლა. შეიძლება ახლა ბევრს არ მოეწონოს რასაც ვიტყვი, მაგრამ პარლამენტში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეჭრები არ არის ის, რასაც საქართველოსგან ელიან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის „ბანანის რესპუბლიკა“ და ნუ დავბრუნდებით 2004 წელში. პოლიტიკოსებს ჩვენ იმიტომ მივეცით ხმა, რომ მათ იპოვონ საერთო ენა. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამას ამბობენ, ვიცით „ქართული ოცნება“ რაც არის და როგორც მანიპულირებს, მაგრამ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს კონკრეტული იდეის გარშემო.

ერთ-ერთი პირველი, რასაც ბაიდენი აპირებს, არის დემოკრატიების ფორუმი.

წამყვანი დემოკრატიების ლიდერები, ამერიკელები, ევროპელები სხდებიან, მათ იციან რა გამოწვევებია ამ რადიკალური ჯგუფების და ავტორიტარიზმის მიერ, მთელი გეგმა ჩამოყალიბდება, რომ მსოფლიოში რეალურად მხარი დაუჭირონ დემოკრატიას. ნუ დარჩება ქართული ოპოზიცია და ქართული სახელმწიფო ამ პროცესების მიღმა. რეალურად უნდა ვიცოდეთ რა ხდება გარეთ, ნუ ჩავიკეტებით ჩვენს ნაჭუჭში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები