პოლიტიკა
08.01.21 15:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ინტენსიურ კავშირშია და სთავაზობს დახმარებას ხანძრების საწინააღმდეგო სამუშაოებში.
თეა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა წუხილი, ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელებული ხანძრების გამო.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა, გამოვთქვა წუხილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო დროს გავრცელებული ხანძრების გამო, რამაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გაგრელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე-ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.
5 იანვრის დილიდანვე, ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით, ანალოგიურად, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საშუალებით.
ამ ეტაპზე, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე ვიმყოფებით და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში.
გვაქვს კომუნიკაცია, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს ორმხრივი დიალოგი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ ამ დიალოგის დეტალებს, გარკვეული მიზეზების გამო.
დიალოგი და კომუნიკაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24