ეკონომიკა
13.01.21 18:00
მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კატეგორიის კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50 პროცენტი დავუსუბსიდიროთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს წნეხს ისეთ მნიშვნელოვან წარმოებას, ისეთ დარგებს, როგორიცაა რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორცის წარმოება და გადამუშავება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა და კონსერვირება, ხილის გადამუშავება და ბევრი სხვა დარგი, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითად ადგილობრივ საქმიანობას კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით.
„იცით, რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება დაიცავს პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო 2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს.
ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირების სარგებლობისთვის, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში მათ განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity
„სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში: მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცის პროდუქტების წარმოება, თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება, კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები, ზეთებისა და ცხიმების წარმოება, მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება, შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება, ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება, მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24