ალექსანდე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

18.01.21 15:40


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული, - გამოცემა „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტის“ პრესსამსახურში აცხადებენ.

 

მათივე ინფორმაციით, ანქვაბის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც „სტაბილურად მძიმეს“.

 

„მას შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა. 17 იანვარს კი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების კონსილიუმმა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების გადაწყვეტილება მიიღო,“- აცხადებენ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტში“.

 

შეგახსენებთ, ალექსანდე ანქვაბი კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა.

კორონავირუსისგან გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 იანვარს გადაიყვანეს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები