პოლიტიკა

მარგველაშვილი: პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს

19.05.16 20:35


„იმ ფაქტმა, რომ პარლამენტი თბილისს მოწყვიტეს, საპარლამენტო ცხოვრებას გარკვეული სირთულეები შეუქმნა. ქუთაისის პერსპექტივას მეტი სტიმული სჭირდება, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობაა. ახლა ქუთაისს ეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ბერკეტი რომ მოვწყვიტოთ, ეს შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი მის "ფეისბუქის"გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანის საკითხი არაერთხელ დააყენა, თუმცა საპარლამენტო განხილვები დროებით შეჩერდა, რადგანაც კოალიციას ამ საკითხის გადასაწყვეტად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.

კანონმდებლობით, პარლამენტის თბილისის შენობაში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენების ჩატარება შეიძლება. პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში იმართება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები