პოლიტიკა

სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე

20.01.21 16:20


ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, 15-მდე ბიზნესასოციაციის მიმართვას ეხმაურება ხელისუფლების მიმართ.


ბობოხიძის თქმით, დღეს გაჩერებული ეკონომიკა ქვეყნისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ხოლო ქართული ოცნება ამ გამოწვევას პასუხობს ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით.

 

ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნის გარეშე, ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მძიმე გამოწვევებს დიდხანს ვერ გაუძლებს.

 

„მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეკონომიკურ პრობლემებს ქართული ოცნება პასუხობს მხოლოდ ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით. ეკონომიკის გახნის გარეშე ვფიქრობ რომ გველოდება ძალიან მძიმე მომავალი და ეს მძიმე მომავალი იქნება ქართველი ხალხის პრობლემა და არა ქართული ოცნების ჩინოვნიკების, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და პირიქით, ჩვენი სახელით აღებულ ვალებში მათ ხელი აქვთ ჩაყოფილი და თავიანთი მომავლის უზრუნველყოფას ახერხებენ.

 

ეკონომიკის გახნის გარეშე მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არ არსებობს და დღეს ქართული ოცნება მხოლოდ იმაზე უნდა გველაპარაკებოდეს თუ როგორ აპირებს ის 1 თებერვლის მერე ეკონომიკის გახსნას.

 

სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი. მთავრობას არამარტო უნდა ჰქონდეს გეგმა, არამედ ამას უკვე უნდა აცხადებდეს, თუ ქართული ოცნება აპირებს რომ რამე გახსნას, ის ამ შემთხვევაში ბიზნესს უკვე უნდა ეუბნებოდეს ამის შესახებ.

 

რას აპირებს ქართული ოცნება არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ეკონომიკურმა აგენტებმაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ ვაიძულოთ ქართული ოცნება, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით გახსნან ეკონომიკა, რადგან შეუძლებელია ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, მსგავს პირობებში დიდხანს გაძლოს.“ - განაცხადა ბობოხიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები