პოლიტიკა

რურუას გათავისუფლება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის სიგნალი იქნება - ელენე ხოშტარია

28.01.21 16:40


კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ შესაძლო გათავისუფლებას პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საზოგადოების აქტიურობის დამსახურებაა, რომელიც არ მოდუნდა. მისი თქმით, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის სიგნალი იქნება:

 


"სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი მოქალაქე არ მოდუნდა, არ გაჩერდა და ითხოვდა ამ ადამიანების გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ამის პოლიტიკურმა ფასმა აიწია და მათ მოუწიათ, ამ ადამიანების გათავისუფლება.

 

ასევე მინდა ვთქვა, რომ გიორგი რურუას, დარჩენილი პოლიტპატიმრის გამოშვება იქნება გარკვეული სიგნალი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამ პოლიტპატიმრების გამოშვებით ივაჭრებენ და ვინმეს სადმე შეიტყუებენ, ეს ტყუილია, ეს ასე არ იქნება, ადამიანებით არ ვაჭროვებ, მაგრამ პოლიტიკური პროცესის შანსი ამ ფონზე შეიძლება გაჩნდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ქართული ოცნება როგორ მოიქცევა", - განაცხადა ხოშტარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ, შესაძლოა, ილიჩოვა და მელაშვილი გირაოს სახით გაათავისუფლონ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები