პოლიტიკა

იაგო ხვიჩია მამუკა მდინარაძეს შეხვდა, "გაჭედილები" აქვთ - მეგრელიშვილი

29.01.21 11:15


"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იაგო ხვიჩია უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, არაფორმალურ გარემოში შეხვდა - მისივე თქმით, ოცნებას" "გაჭედილი" გაჭედილი აქვს, რომ არჩევნები არ გაუყალბებია:

 


"პირველი შეხვედრა ჰქონდათ და თვითონ, დაუკავშირდნენ და შეხვდნენ იაგოს არაფორმალურ ვითარებაში და ზუსტად, ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელ თემებზეც იაგოს ჰქონდა საუბარი.

 

აი გაჭედილები აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები და ეს არ არის მარტივი არგუმენტი გადასალახად, ანუ ამ ხალხს მტკიცებულების სტანდარტზე წარმოდგენა აქვთ და არ არის მარტივი ამ არგუმენტის გადალახვა. ჩვენ გაჭედილი გვაქვს პროპორციულ არჩევნებზე", - ამბობს მეგრელიშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში.

 

ცნობისთვის, ქართული ოცნების პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, მათივე განაცხადების საფუძველზე, მანდატების გაუქმების პროცედურა დაიწყო.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები