პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა – ვინ გაამართლებს ნდობას და ვინ ვერა – მომავალი გვაჩვენებს

01.02.21 11:00


“პოლიტიკური კლასის სერიოზული განახლება სჭირდება ქვეყანას”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ენმ-ის გუნდის ახალი წევრების წარდგენას.

 



როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასპარეზის მიცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

“პოლიტიკური კლასის სერიოზული განახლება სჭირდება ქვეყანას. ენმ-ისთვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან განახლება არჩევნების შემდეგ ხდება, მაშინ, როდესაც პარტია უკვე 9 წელია, ოპოზიციაშია. ეს ამყარებს რწმენას პარტიის მომავლის მიმართ. მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა – ესეც დამაიმედებელია. ჯანსაღი პროცესია. დანარჩენს, ვინ გაამართლებს ნდობას და ვინ ვერა – მომავალი გვაჩვენებს. ზოგი გამოიძერწება პოლიტიკურ ქარცეცხლში, ზოგიც – ვერ. ასპარეზის მიცემაა მნიშვნელოვანი მოვლენა, თავისთავად. ამიტომაც, წარმატებები მათ!”, – წერს სამადაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები