პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი „იუესაიდის“ მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა

01.02.21 11:15


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მხარეებმა აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

ლევან დავითაშვილმა პანდემიის პირობებში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულება 14%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გასულ წელს განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულება კი, 44%-ით მეტია, ხოლო თხილის მოსავლის ხარისხი, გაცილებით მაღალი, რაც USAID-ის მხარდაჭერით ფაროსანას წინააღმდეგ ქვეყანაში გატარებული ღონისძიებების შედეგია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, USAID-ს ახალი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა აქვს, სადაც პრიორიტეტული კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია.

 

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება, ვიდრე პანდემიის პირობებში იყო.

პიტერ ვებლერმა აღნიშნა, რომ USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

 

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი მონაწილეობდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები