პოლიტიკა

იაპონიის ელჩი: ის თუ როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა პანდემიას მხოლოდ შექებას იმსახურებს

01.02.21 11:30


თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის როლი კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მაღალია. ის თუ როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა პანდემიას მხოლოდ შექებას იმსახურებს, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ განაცხადა. მისი თქმით, პანდემია გლობალური პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამშრომლობაა საჭირო.

 

„შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მსგავს ქვეყნებს პანდემიასთან გამკლავებაში. გასულ ზაფხულს ავიღეთ ვალდებულება გამოგვეყო საქართველოსთვის 300 მილიონი დოლარი, რათა ამ ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინა საქართველოს. შემდგომ კი, გასულ დეკემბერს, ხელი მოვაწერეთ აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულებას, რომ იაპონიის ფონდი გამოყენებული იყოს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის საქმეში და ამ მიმართულებით დამატებით შეგვეძინა საქართველოსთვის სამედიცინო აღჭურვილობა. გუშინ გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყო 4 რეანომობილი. ეს არის ინტენსიური თერაპიის დანადგარებით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები და ისინი გამოიყენება იმ პირების გადასაყვანად, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ეს 4 მანქანა გადანაწილდება 4 რეგიონულ ცენტრზე, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, რომელსაც კოვიდი ემუქრება“, - აღნიშნა ელჩმა.

 

მან ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მხარდაჭერა გამოხატა და ორი ქვეყნის კულტურულ და სპორტულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები