პოლიტიკა

დავით სერგეენკო "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს

01.02.21 12:00


პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო "ქართულ ოცნებასა" და პარტია "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ნაწილი ისარგებლებს შესაძლებლობით, რომ დებატები პარლამენტში გაიმართოს.

 

"ფაქტია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ღირებულებით საფუძვლებზე არ იყო ჩამოყალიბებული, რადგან მათი მოსაზრებები მნიშვნელოვნად იყოფა. მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პარლამენტში ორი ადამიანი შემოვიდა, ადასტურებს, რომ წინგადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, კიდევ იქნება საფუძველი, რომ საპარლამენტო მანდატების გამოყენების შესაძლებლობა სხვა დეპუტატებსაც მიეცეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები