პოლიტიკა

„პრაქტიკულად, მათ უკან დახევა უწევთ“ - ოხანაშვილი ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე

01.02.21 13:00


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

 


ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილს უკან უწევთ დახევა. მისივე თქმით, მათ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 

„პრაქტიკულად მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა.

ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც რაღაც, გარკვეული საკითხების გადაფასება და თუკი ისინი მზად არიან გარკვეული საკითხები გადააფასონ ჯერ კიდევ ხვალამდე, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ.

 

ამიტომ, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს მათ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მანდატების გაუქმების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბრძოლის გაგრძელებას საპროტესტო აქციებით გეგმავს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები