პოლიტიკა

50-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის

01.02.21 13:20


51 ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს.

 

საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად, მათ მხოლოდ ერთი დღე რჩებათ.

სწორედ ამ ვადაში უნდა გადახედოს საპარლამენტო ოპოზიციამ საკუთარ დღის წესრიგს, შევიდნენ პარლამენტში ან დაემშვიდობონ მინიჭებულ მანდატებს.

 

ბოლო რამდენიმე დღეა, რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ.

 

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. იქამდე, პარლამენტში შესვლას პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დათანხმდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები