პოლიტიკა

„უფლებამოსილება ხვალ შეგვიწყვიტონ“ - ნათელაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს

01.02.21 15:00


„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო უფლებამოსილება 2 თებერვალს შეუწყვიტოს.

 


„პრაქტიკულად ჩვენ გვრჩება „ქართული ოცნების“ გამგეობის წევრთა კრება პარლამენტის დარბაზში. ამიტომ ცდილობენ ყველანაირად ეს გადაწიონ, მაგრამ „პატრონმა მალა და ჭირმა თავი არ დამალაო“.

 

არ ვართ პარლამენტში და ეს იცის მსოფლიომ. ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შელამაზებას და საკუთარი თავის, სტატუსის, ტყავის გადარჩენას.

 

ამიტომ, მე მოვუწოდებ, რომ ხვალ შეწყვიტონ უფლებამოსილება ყველა იმ დეპუტატის, რომლებმაც განცხადებები შემოვიტანეთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის ხვალ ქართული ოცნება განიხილავს ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები