პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

02.02.21 13:20


საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველი საგაზაფხულო სესია გახსნა.

სესიის გახსნისას პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძემ ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც „კოვიდ-19“- ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

 

როგორც თალაკავაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება ერთობლივი შრომის შედეგია. არჩილ თალაკვაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ფუნქციების აღდგენის მიმართულებით პარლამენტი თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

„კოლეგებო, გილოცავთ საგაზაფხულო სესიის გახსნას, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პარლამენტს. მსურს, ყველა თქვენგანისა და საქართველოს პარლამენტის სახელით საგაზაფხულო სესია გავხსნა მადლობით.

 

მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს ეპიდემიოლოგებს და ყველა ადამიანს,  პროფესიონალს, ვინც ჩართული იყო ამ რთული თვეების განმავლობაში „კოვიდ-19“- ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

Ჩვენ ერთად შევძელით, რომ დღეს ქვეყანაში ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ემზადება ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ფუნქციების აღდგენისთვის.

დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები