პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო

02.02.21 13:40


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო.

 

საკითხს პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი წარადგენს.

 

თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.

გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღება. დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (50 დეპუტატი).

 

ამასთან, როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები