პოლიტიკა

დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ ისაუბრეთ - წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა

02.02.21 14:40


იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და "ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა. იგი ამით გამოეხმაურა ის პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პირველ სხდომაზე თავისი ტელეფონის ნომერი თქვა და განაცხადა, რომ ისევ ხალხთან კონტაქტზე იქნება.

 


თეა წულუკიანმა თავდაპირველად თქვა, რომ ეს მისი ტელეფონის ნომერი იყო და ურჩია ელისაშვილს ჩაეწერა. შემდგომ კი თქვა, რომ სინამდვილეში ეს გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს მისთვის უნდა დაერეკა და შეეთანხმებინა, რაზე ილაპარაკებდა პარლამენტში.

 

"ბატონო ალეკო თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იუერთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც, რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ?

 

ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამაზე ისაუბრეთ პარლამენტში.

 

თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ? კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები