პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მანდატების შეწყვეტაზე: საშუალება უნდა მივცეთ ყველას, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ

02.02.21 15:40


თემა, რასაც ჰქვია მანდატის შეწყვეტა, არის ერთადერთი, რასაც დღეს თავიანთ უპირატესობად თვლიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შექმნილი პოლიტიკური სუბიექტები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„ოპოზიციას გეგმა აქვს, რომ გამოვიდნენ პასუხისმგებლობიდან, როგორც თავისი ამომრჩევლის წინაშე, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს ძალიან აშკარად იკითხება. მეორე მხარეს არის ინტერესი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს - არავითარ შემთხვევაში ეს სტაბილიზაცია არ უნდა დავუშვათ და საშუალება უნდა მივცეთ ყველას, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, გააანალიზონ სიტუაცია, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ამომრჩეველსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც და გაითვალისწინონ ის ვითარება, რომელიც შექმნილია მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები