პოლიტიკა

დღეს "ქართულმა ოცნებამ" ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს - დავით ჭიჭინაძე

02.02.21 16:20


"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნას ეხმაურება. მისი შეფასებით, ოცნებამ პარლამენტარიზმი დაასამარა, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია:

 


"დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი.

 

პრინციპში, პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ, მათ შორის ისინი, ვინც „ოცნების“ ყრილობას არ დასწრებია...

 

მოკლედ, დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლიუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას გავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება...

 

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს.

 

თუ აქამდე ეს პარლამენტი უკანონო იყო არჩევნების გამო, ახლა ამ გადაწყვეტილების გამო ყველა დამნაშავე გახდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა კონსტიტუცია დაარღვიეს" - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები