პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

03.02.21 16:00


ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც თურქული ბიზნესსექტორი საქართველოში, კონკრეტულად კი, სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს.

 

„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია გავაგრძელოთ ინტენსიური კონტაქტები, რათა კიდევ უფრო დავაინტერესოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა თხილის კულტურის განვითარების მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ვისაუბრეთ სამეგრელოს რეგიონში სხვა ბიზნეს მიმართულებების განვითარებაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები