საზოგადოება

ზაზა ვაშაყმაძემ პარლამენტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

19.05.16 21:35


საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ კომიტეტის წევრებს სააგენტოს მიერ ორი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ძირითადი საკითხები გააცნო, კერძოდ: ურთიერთობები სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან, სახელმწიფოს მხრიდან ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების საკითხი და სამომავლო პერსპექტივები, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, სხვა და სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმები, სააგენტოს მიერ რეგიონების მერიების, საკრებულოებისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებისთვის ჩატარებული ტრენინგები ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში", სააგენტოს მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული აქტივობები, ინტერრელიგიური კალენდარი, რელიგიური თავისუფლების თემაზე გამოცემული ნაშრომები და სხვა. სააგენტოს თავმჯდომარემ უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თემურ ჭკუასელმა დადებითად შეაფასა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის აუცილებლობა, რადგან სააგენტო სწორედ, ის სტრუქტურააა, რომელიც რელიგიათა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობებისა და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას უწყობს ხელს.

მოსმენას ესწრებოდნენ: სააგენტოს თავმჯდომარის პირადი მრჩეველი ნინო ჭავჭავაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი - გელა კვარაცხელია, იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები