პოლიტიკა
04.02.21 10:30
უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს - დიდი ეროვნული შერიგება, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელში წერს.
მისი თქმით, ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე.
რატომ ვართ ამ დღეში? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეები ვართ... ვაყალბებთ არჩევნებს და ვებღაუჭებით ხელისუფლებას! რატომ უჭირს ეკონომიკას? იმიტომ, რომ გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, არ არსებობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. ქვეყანა ვერ გახდა მიზიდულობის ცენტრი...
რატომ გარბიან ქვეყნიდან ადამიანები?
იმიტომ, რომ არ მიეცათ განვითარების, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, არ მიეცათ ცოდნის შეძენის, ღირსეული სამუშაო ადგილის პოვნის და ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა.
რატომ არის, რომ ქვეყანა, რომელსაც ასეთი შესაძლებლობები აქვს, სხვა ქვეყანაში მოყვანილი პომიდვრით და ხახვით იკვებება?
იმიტომ, რომ დღესაც სოფლის მეურნეობა თოხზე და ბარზეა აწყობილი... არ არსებობს არანაირი ნოუჰაუ, ტექნოლოგიური მიდგომები, სიახლეები და ახალი სისტემის შემოტანის და აწყობის სურვილი...
რატომ ქრება ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური რუკიდან?
იმიტომ, რომ ყოველთვის ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს. დღეს, რომ ანაკლია გვქონოდა, გვექნებოდა მძლავრი პოზიციონირება რეგიონში. ვიქნებოდით სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი, კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.
რატომ არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული? იმიტომ, რომ ვერ ვცნობთ და არ ვებრძვით გარეთ მტერს და ვერ ვერთიანდებით შიგნით, არასდროს გვქონია ერთობლივი შეთანხმება, შერიგების გეგმა და აფხაზი და ოსი ძმებისთვის კონკრეტული შეთავაზება უკეთესი მომავლის შენების პერსპექტივით...
რატომ არის საზოგადოება გახლეჩილი?
იმიტომ, რომ არსებობს პრივილეგირებული ფენა, ორმაგი სტანდარტები და არ არსებობს კანონი, რომელიც თანაბარი იქნება ყველასთვის, რომელიც შექმნის თანასწორ გარემოს, არ წარმოქმნის სოციალურ უფრსკულს, აგრესიას და უთანხმოებას.
რატომ იჩაგრებიან ადამიანები და რატომ ხდებიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლნი?
იმიტომ, რომ ქვეყანაში მოქმედებს არა დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლსაჯულება, არამედ ყველა ხელისუფლების მიერ მძევლად ქცეული და მასზე მიბმული, კლანური სასამართლო...
რატომ არის ქვეყანაში ამდენი მოშიმშილე ბავშვი? იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენი შვილი არ იშიმშილებს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ბავშვები რეალურად არსებობენ და რომ ეს არის უმთავრესი და უმოკლეს ვადაში გადასაწყვეტი პრობლემა!
რატომ არის ამდენი უმუშევარი? იმიტომ, რომ არასდროს არ გვქონია ეკონომიკური განვითარების მძლავრი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით და განვახორციელებდით.
რატომ ვცხოვრობთ ტყუილში?იმიტომ, რომ ტყუილი ნორმად იქცა, ხოლო მატყუარა და მოღალატე ადამიანების არსებობა პოლიტიკაში თუ სახელისუფლო ვერტიკალში - ჩვეულ ამბად. იმიტომ, რომ მათთან თანავცხოვრობთ, ვეგუებით და ვემსგავსებით..! როგორც ოთარ ჭილაძე წერდა: „თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ, არ ჩამოართვათ ხელი გარეწრებს“.
როგორ გადავრჩეთ?ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე! ქართული სული, ტრადიცია, კულტურა უნდა იყოს ყველა საქმის ამოსავალი წერტილი და საფუძველთა საფუძველი. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს - დიდი ეროვნული შერიგება“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24