პოლიტიკა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

04.02.21 10:45


2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.

 


მმართველი გუნდი ოპოზიციას კომისიის საქმიანობაში ჩართვას, ხოლო კომისიის ფარგლებში საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლასა და უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებას სთავაზობს.

 

როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კიდევ ერთი ტესტია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის – რეალურად სჯერათ იმ ბრალდებების, რომლებსაც ახმოვანებენ, თუ ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები