პოლიტიკა

საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ

04.02.21 12:00


საქართველოს მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ  განაცხადა.


„ვიზრუნოთ ინფექციის მართვით მიღწეულ შედეგზე, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკას, ტურიზმს.

მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნუციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით, გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები.

 

ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში. ასევე, 15-დან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდენ ღია სივრცეში“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები