პოლიტიკა

კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს ხვდება

04.02.21 13:00


საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საპარლამენტო უმავლესობის წევრ თეა წულუკიანს საქართველოს პარლამენტში ხვდება.

 

შეხვედრა სავარაუდოდ კარლ ჰარცელის გუშინდელ განცხადებას უკავშირდება.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გუშინ განაცხადა, რომ ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო, მაგრამ ეს საკითხი მისი განსასჯელი არ არის. ჰარცელის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ამ შემთხვევას მონაცემთა დაცვის კუთხით სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს.

 

თეა წულუკიანმა ელჩს უპასუხა, რომ ამ საკითხის განხილვას ელჩთან ერთად ისურვებდა. „ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, - წერს წულუკიანი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები